ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარას იცავს და ამხნევებს | ოსიმენის კადრები უდინეზესთან მატჩიდან

ცნობილმა სატელევიზიო არხმა, DAZN-მა, რომელმაც „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადასცა, საინტერესო ვიდეო გაავრცელა. DAZN-მა გუშინდელი თამაშიდან ვიქტორ ოსიმენის კადრები ამოკრიბა, რომლებშიც ნიგერიელი თავდამსხმელი თანაგუნდელებს მხარდაჭერას უცხადებს.

თერთმეტმეტრიანის ეპიზოდში, როცა ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, მასთან ნეჰუენ პერესი მივიდა და აგრესიულად მოუწოდა, წამომდგარიყო. „კვარას“ ოსიმენი გამოექომაგა, თანაგუნდელი დაიცვა და პერესს დაუპირისპირდა. ამის შემდეგ ვხედავთ მომენტს, როცა „მარადონას“ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ოსიმენის გვარს სკანდირებენ და სურთ, პენალტი მან დაარტყას, მაგრამ ვიქტორი ნდობას პიოტრ ჟელინსკის უცხადებს.

მეორე ნახევარში, ოსიმენი კვარაცხელიას ამხნევებს, შემდეგ კი მოედანს ტოვებს და ადგილს ჯოვანი სიმეონეს უთმობს, რომელმაც მეოთხე გოლი გაიტანა. ბუნებრივია, ამ ვიდეოს გამოქვეყნება შემთხვევითობა არ ყოფილა და მისი ერთ-ერთი მიზანი ოსიმენსა და კლუბს შორის არსებულ კონფლიქტზე გავრცელებული რამდენიმე ცრუ ინფორმაციის გაქარწყლება გახლდათ.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც „პარტენოპეიმ“ 4:1 მოიგო, სტატია Sky Sport Italia-მაც მიუძღვნა და აქცენტი სწორედ ქართულ-ნიგერიულ დუეტზე გააკეთა. ავტორის თქმით, „უდინეზესთან“ მატჩში „კვარა“ ოსიმენივით გამოიყურებოდა, ოსიმენი - „კვარასავით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთმანეთის ნიღბები მოირგეს“ | Sky Sport Italia-ს სტატია ხვიჩაზე და ოსიმენზე
„ერთმანეთის ნიღბები მოირგეს“ | Sky Sport Italia-ს სტატია ხვიჩაზე და ოსიმენზე