საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის შანსი | ბუონჯორნომ შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს

„ტორინოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა „გრანატას“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. საზონოვმა „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა და 26-ე წუთზე, ალესანდრო ბუონჯორნო ჩაანაცვლა, რომელმაც კუნთი იტკინა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ბუონჯორნოს ტესტები ხვალ ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, რამდენი ხანი გაუცდება. Sport Italia-ს მიხედვით, „ტორინოში“ ოპტიმისტური განწყობა არაა. „გრანატაში“ ვარაუდობენ, რომ მას რამდენიმე კვირა გაუცდება და ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

ბუონჯორნოს გარდა, პრობლემები აქვთ კოფი ჯიჯისა და დავიდ სიმას, რაც ნიშნავს, რომ დიდი შანსია, საზონოვი მომდევნო მატჩებში ძირითად შემადგენლობაშიც კი ვიხილოთ. „გრანატა“ შემდეგ შეხვედრას 2 ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ვერონას“ დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „ტორინო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. „ტორინოსა“ და „ვერონას“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გიჟურად აღნიშვნა ყველაფერს აღწერს“ – Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
„გოლის გიჟურად აღნიშვნა ყველაფერს აღწერს“ – Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა