ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი: ხვიჩა 8 სანტიმეტრით გაიზარდა და ნამდვილი ათლეტი გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა რადიო Komsomolskaya Pravda-ში სტუმრობისას „ნაპოლის'' ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. მან ხაზი კვარაცხელიას ფიზიკურ შესაძლებლობებს გაუსვა. მისი თქმით, მოსკოვის „ლოკომოტივიდან'' წასვლის შემდეგ ხვიჩა 8 სანტიმეტრით გაიზარდა და ფიზიკურად ძალიან გაძლიერდა, ნამდვილი ათლეტი გახდა.

„ხვიჩა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ახლა 8 სანტიმეტრით უფრო მაღალია. ჩვენთან ყოფნისას ძალიან გამხდარი იყო.

ფიზიკურად ძლიერი გახდა, ნამდვილი ათლეტი. ან ბუნებრივად ხარ ათლეტი ან ფიზიკური შესაძლებლობების სტაბილურობის მიღწევაში შრომა გეხმარება. რთულია ასეთ დონეზე ყველაფერს გაუძლო, მაგრამ ის თავს შესანიშნავად გრძნობს.

გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში ყველაფერი თავიდან დაიწყო, ეს სეზონი მისი ახალი გზაა. უპირველესად ვიტყვი იმას, რომ მწვრთნელი შეიცვალა. სპალეტი მას ძალიან კარგად იცნობდა, მან განსაკუთრებულ პოზიციაზე მიიწვია, როცა გუნდის ლიდერი და მარცხენა გარემარბი ლორენცო ინსინიე გუნდიდან წავიდა. სპალეტიმ ეს ადგილი ხვიჩას ანდო და მან მოლოდინები გაამართა. რა მოხდება ახლა? ჩემი აზრით, მარტივი არ იქნება’’.

„ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 26-მატჩიანია, მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო ოფიციალური შეხვედრები.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 5 მატჩი ჩაატარა, ხვიჩას აქტივში 1 საგოლე პასია „სასუოლოსთან''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები