ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

გარსია სწრაფად უნდა მიხვდეს, თუ როგორ ჩაერიოს საქმეში - Gazzetta ნაპოლიზე წერს

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

Gazzetta ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე წერს: „1 წლის წინ კვარაცხელია და ოსიმენი მინდორზე ჰარმონიაში იყვნენ, მაგრამ დღეს იბრძვიან, რადგან გასულ სეზონთან შედარებით გუნდის თამაში განსხვავებული და არასტაბილური გახდა. „ნაპოლი’’ რთულ მდგომარეობაშია. მწვრთნელი სწრაფად უნდა მიხვდეს, თუ როგორ ჩაერიოს საქმეში.

დღეს რუდი გარსიას აურელიო დე ლაურენტისის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ თუ გუნდი სერია ა-ში არსებულ ჩამორჩენას არ აღმოფხვრის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს წარმატებით არ გაივლის, „ნაპოლის’’ მფლობელთა შეფასებები გარსიასთან დაკავშირებით შეიცვლება’’.

ვიქტორ ოსიმენს „ბოლონიასთან'' ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა 5,6 დაუწერა, რაც ძალიან დაბალი შეფასებაა. როცა გარსიამ ოსიმენი შეცვალა, ნიგერიელმა უკმაყოფილება გამოხატა. მოგეხსენებათ, შეცვლის გამო გარსიას მიმართ უარყოფითი რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა („ჯენოასთან'' და „ბრაგასთან''), თუმცა ამ შეხვედრაში კვარაცხელია მწვრთნელის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.

ხუთ ტურში „ნაპოლის'' აქტივში მხოლოდ 8 ქულაა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი'' ლიდერ „ინტერს'' 7 ქულით ჩამორჩება, მილანურმა კლუბმა საწყის ხუთ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. მე-6 ტურში „ნაპოლი'' „უდინეზეს'' მიიღებს (27 სექტემბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები