გიორგი მიქაუტაძე, მაურის შტეინი, სვენ მისლინტატი
Aa
Aa

მთავარი მწვრთნელი რჩება - აიაქსმა დირექტორი გაუშვა

„აიაქსმა'' კლუბის საფეხბურთო დირექტორი სვენ მისლინტატი კლუბიდან გაუშვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „აიაქსში'' მისლინტატი ერთადერთი პირი იყო, რომელსაც მიქაუტაძის გადაბირება სურდა. ასე რომ ქართველი ფორვარდის მდგომარეობა ნიდერლანდურ კლუბში კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

გასულ ზაფხულში ამსტერდამელები გიორგი მიქაუტაძესთან ერთად ტიაგო ალმადაზეც ფიქრობდნენ, რომელიც „ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელია. კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტი და კლუბში მომუშავე პერსონალი უპირატესობას ალმადას დამატებას ანიჭებდა, მაგრამ „აიაქსის“ საფეხბურთო დირექტორმა სვენ მისლინტატმა მათი პოზიცია არ გაიზიარა და გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი განახორციელა. „აიაქსის'' მთავარ მწვრთნელ მაურის შტეინს მისი დამატება არ სურდა.

მიქაუტაძემ „აიაქსის'' რიგებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, მე-4 ტურში სიტარდის „ფორტუნასთან'' 90 წუთი ითამაშა, მე-5 ტურში „ტვენტესთან'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო დღეს მე-6 ტურში, „ფეიენორდთან'' მაურის შტეინმა არ ათამაშა.

„აიაქსის'' მწვრთნელმა მიქაუტაძე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მარსელთანაც'' სკამზე დატოვა. ასე რომ, შტეინი ქართველს არ ენდობა. შესაძლოა, ცუდი შედეგების გამო შტეინი გაუშვა, ამის რეალური საფუძველი არსებობს, „აიაქსმა'' 4 ტურში 5 ქულა დააგროვა და ამ მომენტში ნიდერლანდების ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები