ლიონი, ფაბიო გროსო
Aa
Aa

ოფიციალურად - გროსო ლიონის მთავარი მწვრთნელია

ლორან ბლანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფრანგული კლუბი ფაბიო გროსომ ჩაიბარა, რომელიც „ლიონში“ 2007/2009 წლებში თამაშობდა. იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა 1 წლით გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბლანის გათავისუფლების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გუნდმა მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 4 თამაშიდან 3 წააგო და ერთი მოიგო. ამ მომენტისთვის, „ლიონი“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

შეგახსენებთ, 1 კვირის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგებს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჯენარო გატუზოს დანიშვნა სურდათ, თუმცა ბოლო წამს მოლაპარაკება ჩაიშალა.

ცნობისთვის, გროსომ სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს „იუვენტუს პრიმავერაში“ დაიწყო. უკანასკნელად კი გასულ სეზონში, „ფროზინონეს“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი პოზიცია გამოიგონა, ყველაფერი რაც მან თქვა, მოხდა“ - ანრი პეპზე
„ახალი პოზიცია გამოიგონა, ყველაფერი რაც მან თქვა, მოხდა“ - ანრი პეპზე