იულიან ნაგელსმანი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

BILD: ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებისთვის პრიორიტეტია

იაპონისთან წაგების შემდეგ, გერმანიის ნაკრებიდან ჰანსი ფლიკი გაათავისუფლეს. ამ მომენტისთვის, ბუნდეს ნაკრებს რუდი ფიოლერი ხელმძღვანელობს.

გერმანულ მედიაში ფლიკის შემცვლელებზე წერენ და ყველაზე მეტი იულიან ნაგელსმანზე იწერება.

ახალგაზრდა სპეციალისტი, „ბაიერნიდან“ გათავისუფლების შემდეგ, უმუშევარია და გერმანიის ნაკრების ჩაბარებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ. ამ ინფორმაციას BILD ავრცელებს.

არსებობს ერთი გარემოება. იულიანს „რეკორდმაისტერთან“ კვლავ კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც 2026 წელს იწურება. თუ მას გერმანიის ნაკრებში დანიშნავენ, მაშინ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას „ბაიერნისთვის“ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, BILD სხვა კანდიდატებზეც წერს. ნაგელსმანის შემდეგ, ყველაზე აქტუალური გლასნერია. გაიჟღერა იურგენ კლოპის გვარმაც, მაგრამ ის „ლივერპულს“ 2026 წლამდე არ დატოვებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რას აკეთებ ისევ აქ?“ - მედვედევმა ჯოკოვიჩს მიმართა
“რას აკეთებ ისევ აქ?“ - მედვედევმა ჯოკოვიჩს მიმართა