გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო კალანდაძე
Aa
Aa

„მზად ვარ 100%-ით დავიხარჯო“ - ქოჩორაშვილი და კალანდაძე ესპანეთთან მატჩზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის ემზადება. 8 და 12 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთსა (თბილისში) და ნორვეგიას (სტუმრად) დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის ორმა დებიუტანტმა, სანდრო კალანდაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა nakrebi.ge-ისთან ისაუბრეს.

გიორგი ქოჩორაშვილი:

„რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ, ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს, რომლებიც სექტემბერში გველის, კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ და ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში".

სანდრო კალანდაძე:

„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. მინდა იმედები გავამართლო, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა".

შეგახსენებთ, რომ საქართველო ესპანეთს პარასკევს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაბელია: “ესპანეთის არ უნდა გვეშინოდეს“
გაბელია: “ესპანეთის არ უნდა გვეშინოდეს“