მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„რა ჯანდაბას აკეთებს?“ | ომალიმ მერაბს წვიმაში ვარჯიშის გამო დასცინა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის Performance Institute-ში (UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს) ყოფნისას, საინტერესო ვიდეო გადაიღო. „მანქანა“ ამინდს არ შეუშინდა და კოკისპირულ წვიმაში დარტყმები განახორციელა, რის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

დვალიშვილის ვარჯიში სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, შონ ომალიმაც დააფიქსირა. როცა მერაბმა კოკისპირულ წვიმაში გასვლა გადაწყვიტა, „შუგაც“ UFC-ის Performance Institute-ში იმყოფებოდა და „მანქანის“ ვარჯიში სხვა რაკურსით გადაიღო. ომალიმ ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა და დვალიშვილს დასცინა.

„ეს ბიჭი რა ჯანდაბას აკეთებს? რა ხდება? ალბათ, თქვა, ტელეფონი დამიჭირე, ვიდეო უნდა გადავიღო, თითქოს ვვარჯიშობო. რა ჯანდაბას აკეთებს?“ - ამბობს ომალი საკუთარ ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი „შუგასთან“ ჩხუბს დიდი ხანია ითხოვს და სურს, ახალმა ჩემპიონმა ქამარი პირველად მასთან დაიცვას. „მანქანა“ მზადაა, ომალის დეკემბერში დაუპირისპირდეს, თუმცა შონს სხვა გეგმები აქვს და მარლონ ვერასთან ბრძოლა უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობოტკა: „გარსიას სხვა სტილი აქვს, რომელთანაც შეჩვევა გვჭირდება“
ლობოტკა: „გარსიას სხვა სტილი აქვს, რომელთანაც შეჩვევა გვჭირდება“