სევილია
Aa
Aa

ოფიციალურად - რამოსი სევილიას ფეხბურთელია

როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენის“ დატოვების შემდეგ, სერხიო რამოსი დიდი ხნის განმავლობაში უგუნდოდ იყო.

ვეტერან ესპანელს არაერთი შეთავაზება ჰქონდა, როგორც საუდის არაბეთიდან, ისე თურქეთიდან. მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „გალათასარაი“ იჩენდა და მხარეები თითქმის ყველაფერზე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ, გუშინ გვამცნო, რომ სერხიო სევილიაში ჩაფრინდა და კონტრაქტს მალე გააფორმებდა.

ასეც მოხდა. ანდალუსიური გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა, რომ რამოსი „სევილიას“ ფეხბურთელია. მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ვეტერანი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს 18 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ყოფილი კაპიტანი „სევილიას“ აკადემიაში 1996 წელს ჩაირიცხა. პირველ გუნდში კი 2004 წელს ჩაირიცხა. ამის შემდეგ, რამოსმა გეზი „სამეფო კლუბისკენ“ აიღო და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ მადრიდში გაატარა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მალე კონტრაქტს გააფორმებს - რამოსი სევილიაში ბრუნდება
მალე კონტრაქტს გააფორმებს - რამოსი სევილიაში ბრუნდება