ბოლო საათებში - პსჟ-მ კოლო მუანი გაიფორმა
Aa
Aa

ბოლო საათებში - პსჟ-მ კოლო მუანი გაიფორმა

რენდალ კოლო-მუანი „აინტრახტიდან“ პსჟ-ში გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად უკვე პსჟ-ს გვერდმაც დაადასტურა.

კოლო მუანიმ პარიზულ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ტრანსფერი თავდაპირველად ჩაშლის პირას იყო. L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ 80 მილიონი ევროს გადახდასა და უკო ეკიტიკეს დათმობას აპირებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საქმე ისაა, რომ ეკიტიკემ „აინტრახტში“ გადასვლაზე უარი განაცხადა და ტრანსფერი დაბლოკა.

Frankfurters იტყობინება, რომ „აინტრახტისთვის“ ეს რეკორდული ოდენობის თანხაა, რომელიც მათ როდისმე მიუღიათ - 95 მილიონი ევრო.

კოლო მუანი 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფრანგი გასულ სეზონში ფრანკფურტის „აინტრახტის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. მანდ ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ოცნება ახდა“ | ბარსელონამ ფელიქსი გაიფორმა, შემდეგი კანსელუა
„მისი ოცნება ახდა“ | ბარსელონამ ფელიქსი გაიფორმა, შემდეგი კანსელუა