ატალანტა, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძეს არ უთამაშია - ფროზინონემ ატალანტას მოუგო

სერია ა-ს მეორე ტურში „ფროზინონემ“ „ატალანტას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

სამწუხაროდ, გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა და მეტიც, მთავარმა მწვრთნელმა ის დღეს მოედანზე არ შეუშვა.

მატჩი საკმაოდ მხიარული გამოდგა. მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე გახსნეს. თავი ჰაროუმ გამოიჩინა.

24-ე წუთზე მონტერისმა სხვაობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ნახევარში, ბერგამოელები გააქტიურდნენ და უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.

„ატალანტამ“ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. თავი 56-ე წუთზე ზაპატამ გამოიჩინა. ცნობისთვის, შემდეგ ტურში „ფროზინონე“ „უდინეზეს“ ესტუმრება. მატჩი 2 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანტუ: “კოფნლიქტი კარიმთან? ყველაფერი სისულელეა“
სანტუ: “კოფნლიქტი კარიმთან? ყველაფერი სისულელეა“