„საქართველოსთან სათამაშოდ 12 ზვიგენი გავა“ - კაბო-ვერდეს მწვრთნელი
Aa
Aa

„საქართველოსთან სათამაშოდ 12 ზვიგენი გავა“ - კაბო-ვერდეს მწვრთნელი

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქის კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ტროვოადამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ილიას ზუროსის გუნდთან გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ეს ჩვენი ნაკრებისთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ, ჩვენი კალათბურთი ვითამაშოთ.

საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ 12 ზვიგენი გავა (კაბო-ვერდეს საკალათბურთო ნაკრების ზედმეტსახელი „ლურჯი ზვიგენებია“). ვითამაშებთ დაცვას, შეტევას, ბიჭებისთვის ეს დიდი შესაძლებლობაა“.

პრესის წინაშე ასევე წარსდგა გუნდის კაპიტანი ივან ალმეიდაც:

„ჩვენი მიზანია აქ ოკინავაში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ. ჩვენი ძალა ერთიანობაშია. კარგი მსროლელები გვყავს და პერიმეტრიდან სამქულიანებზე სახიფათონი ვართ. სწრაფ ტემპში თამაში გვიყვარს“.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 12:00-ზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. 28-ში, 15:30-ზე, სლოვენიას შევხვდებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 30-ში, 12:00-ზე, ვენესუელასთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მატჩებში თავს ფავორიტებად იგრძნობენ“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
„ამ მატჩებში თავს ფავორიტებად იგრძნობენ“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე