კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ახლა მბაპეს ტრანსფერი 100%-ით გამორიცხულია

კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ კილიან მბაპე ამ ზაფხულს „რეალში“ არ გადავა.

„100%-ით გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ჩვენი შემადგენლობა სრულად არის დაკომპლექტებული, ჩვენი ფეხბურთელები სეზონზე არიან ფოკუსირებულნი“, - განაცხადა მადრიდელების მთავარმა მწვრთნელმა.

ასევე, ანჩელოტის არ აწუხებს, რომ საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა უფრო გვიან დაიხურება, ვიდრე ევროპაში.

„შეიძლება სხვამ გადაიფიქროს, მაგრამ ეს არ მაწუხებს",

- დასძინა იტალიელმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ პსჟ-სთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

კილიანს პარიზელებთან არსებული კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს უსრულდება. პსჟ-ს მისი უფასოდ გაშვება არ სურს და როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა
„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა