გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

„დასრულებული არაფერია, დილა კარგი გუნდია“ | ქვილითაისა და აპოელის თავკაცის კომენტარები

„აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდუ სა პინტუმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და გორის „დილაზე“ ისაუბრა. პორტუგალიელ სპეციალისტს თან გიორგი ქვილითაია ახლდა და ხვალინდელ შეხვედრაზე ქართველმა თავდამსხმელმაც ილაპარაკა.

„კარგ პოზიციაში ვიმყოფებით და 2:0-ს ვიგებთ, მაგრამ საკმარისად გამოცდილი ვარ, რათა ვხვდებოდე, რომ ჯერ არაფერია დასრულებული. უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი მეტოქე ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება. მნიშვნელოვანია, 90 წუთის განმავლობაში ვიყოთ ფოკუსირებული და არა 45 ან 50 წუთის განმავლობაში. დილამ აჩვენა, რომ ხარისხი აქვს და თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნოთ. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვხედავ. ფეხბურთელები გამარჯვებებს არიან მოწყურებული და მაქსიმუმს აკეთებენ“, - განაცხადა რიკარდუ სა პინტუმ.

„როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. გვესმის, რომ დასრულებული არაფერია და გეგმას უნდა მივყვეთ. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების დახმარებით, სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. დილა პირველ შეხვედრაში კარგი იყო და სჯერათ, რომ თამაშის შემოტრიალება შეუძლიათ. ვიცი, რომ ასე ფიქრობენ, თუმცა მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვართ ორიენტირებული“, - აღნიშნა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, გორის „დილასა“ და „აპოელს“ შორის 17 აგვისტოს, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
16 აგვისტოს სატრანსფერო ზონა