ჩავი: „ნეიმარის ტრანსფერი? ჩემზე არაფერია დამოკიდებული“
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ კლუბში ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესები მასზე დამოკიდებული არ არის.
რა თქვა ჩავიმ:
ნეიმარი? ამ საკითხზე მე ვერაფერს ვიზამ. მახსოვს, შარშან, როდესაც მისი სახელი ვახსენე, ბევრი გაბრაზდა. ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა L’Equipe-მ დაწერა, რომ ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელებს „ბარსელონაში“ გაშვება მოსთხოვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზელი გულშემატკივრების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და საფრანგეთის ჩემპიონატში დარჩენის სურვილი არ აქვს.