ილია თოფურია
Aa
Aa

World MMA Awards | თოფურიას პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს

World MMA Awards-ი შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში სახელდებიან. ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ისაა, რომ წლეულს, ჯილდოს დასაკუთრების შანსი ილია თოფურიას აქვს.

„ელ მატადორს“ შეუძლია, გაიმარჯვოს ნომინაციაში „წლის გარღვევა“. ილიას გარდა, ამ ნომინაციაში დრიკუს დუ პლესი, ალექს პერეირა, ალექსა გრასო და სერგეი პავლოვიჩი არიან წარდგენილი. თოფურიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

MMA-ის წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს მოგების შანსი ლეონ ედვარდსს, ისრაელ ადესანიას, ისლამ მახაჩევს, ალჯამეინ სტერლინგსა და სადიბუ საის აქვთ. საუკეთესო ქალი მებრძოლის ჯილდოს მოგება ალექსა გრასოს, ამანდა ნუნიესს, სეიკა იზავას, ლიზ კარმუჩსა და ლარისა პაჩეკოს შეუძლიათ.

საინტერესოა, რომ World MMA Awards-ზე საუკეთესო საერთაშორისო მებრძოლსაც ასახელებენ. სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლები ნომინანტებს შორის არ არიან და ტოპ 5-ში ადესანია, დუ პლესი, პავლოვიჩი, პერეირა და ედვარდსი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები