მანჩესტერისა და Adidas-ის 10-წლიანი კონტრაქტი | იუნაიტედი 900 მილიონს მიიღებს
Aa
Aa

მანჩესტერისა და Adidas-ის 10-წლიანი კონტრაქტი | იუნაიტედი 900 მილიონს მიიღებს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ Adidas-თან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. გერმანული კომპანია „წითელი ეშმაკების“ ეკიპირებაზე ზრუნვას 2035 წლამდე გააგრძელებს და ახალი კონტრაქტით, „ოლდ ტრაფორდელები“ Adidas-ისგან მინიმუმ 900 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

Daily Mail-ის ჟურნალისტის, კრის უილერის ინფორმაციით, ეს შეთანხმება პრემიერ ლიგის ისტორიაში უდიდესია. ყოველ სეზონში, Adidas-ი „მანჩესტერს“ 90 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის და ეს ამჟამინდელი კონტრაქტით გაწერილ თანხაზე ბევრად მეტია.

„მოხარული ვართ, მანჩესტერთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოვაცხადოთ. Adidas-ი და მანჩესტერ იუნაიტედი საფეხბურთო სამყაროში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდია და ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლობა რომ გრძელდება. მსოფლიოს ყველაზე საკულტო კლუბთან პარტნიორობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით“, - განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორნ გულდენმა.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და Adidas-ის თანამშრომლობა 2015/16 წლების სეზონის სტარტზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები