კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს ახალი მსურველი ჰყავს | ჩელსი წინადადებას ამზადებს

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავისთვის, კილიან მბაპესთვის ევროპული ფეხბურთის გრანდები იბრძვიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ლივერპულსა“ და „რეალს“ „ჩელსის“ სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

Daily Record-ის ცნობით, „ლურჯები“ მზად არიან, მბაპესთვის ბრძოლაში ჩაებან და „პარი სენ-ჟერმენისთვის“ წინადადებას ამზადებენ. „ჩელსის“ მფლობელმა, ტოდ ბოულიმ პსჟ-ს პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მისგან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, მწვანე შუქი მიიღო.

Daily Record-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ გეგმავს, „პარი სენ-ჟერმენს“ გარკვეული თანხა შესთავაზოს და გარიგებაში ფეხბურთელები ჩართოს. პარიზელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კილიანის გაყიდვა სურთ, რათა მომდევნო სეზონის ბოლოს უსასყიდლოდ არ დაკარგონ.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს გადაბირების ყველაზე კარგი შანსი მადრიდის „რეალს“ აქვს. ფრანგულ პრესაში წერენ, რომ კილიანს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა უნდა, „პარკ დე პრენსზე“ კი თვლიან, რომ მას „ბლანკოსთან“ წინასწარი შეთანხმებაც დადებული აქვს. საინტერესოა, რომ RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, მადრიდელებისგან „დამცინავ“ წინადადებას მიიღებენ და მასზე თანხმობის თქმა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“