ბათუმის დინამო, იბერია 1999, ბოლნისის სიონი, თელავი, მათე ვაწაძე, მამუკა კობახიძე, ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

სილაგაძის ბრწყინვალე გოლი - ცვლილებაზე გამოვიდა და გაიტანა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში „თელავი“ „კავკასიონ არენაზე“ „საბურთალოსთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ლუკა სილაგაძემ გაიტანა, „ცოცხალ კედელს“ ბურთი „გადაატარა“ და მეკარისაგან დაუცველ კუთხეში შეაგდო. ამ გოლით ომარ თეთრაძის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს თასის მერვედფინალში ბოლნისის „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. ანგარიში 33-ე წუთზე მათე ვაწაძემ თავური დარტყმით გახსნა. 50-ე წუთზე ასევე თავური დარტყმით მამუკა კობახიძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გია გეგუჩაძის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, გიორგი ოქროპირიძის გაწვრთნილი გუნდი კი თასის გათამაშებას დაემშვიდობა.

 

საქართველოს თასის მეოთხედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: „საბურთალო“, ბათუმის „დინამო“, თბილისის „დინამო“, თბილისის „ირაო“, წყალტუბოს „სამგურალი“, ფოთის „კოლხეთი“. მერვედფინალურ ეტაპზე ორი შეხვედრაა დარჩენილი: 7 სექტემბერს „სპაერი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს, 12 სექტემბერს გორის „დილა“ საგარეჯოში „გარეჯს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები