პაველ ევტეევი
Aa
Aa

„ასტანამ აჩვენა, ქართულ კლუბებს როგორ უნდა ეთამაშო“ - ყაზახეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ეს გუნდები ერთმანეთს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში შეხვდებიან და ევტეევის აზრით, „აქტობეს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

„ასტანამ აჩვენა, ქართული კლუბების წინააღმდეგ როგორ უნდა ითამაშო და ისინი როგორ დაამარცხო. აქტობეს ჰყავს მეტოქე, რომლის ბარიერის გადალახვაც შეუძლია. ბოლო პერიოდში, ყაზახურ კლუბს კარგი ფორმა აქვს აკრეფილი და თან, ევროსარბიელზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს. ასტანას ფეხბურთელები შეეცდებიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა სასურველი შედეგი დააფიქსირონ“.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ შორის 27 ივლისს გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი ყაზახეთში 3 აგვისტოს შედგება, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ „აქტობეს“ გამოთიშვის შემთხვევაში, სტივ კინის გაწვრთნილი „ტორპედოს“ მეტოქე სოფიის ცსკა-სა და „სეფსის“ შორის მოგებული იქნება. „ასტანას“ რაც შეეხება, ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს „დინამო თბილისი“ გამოთიშა და ორი მატჩის ჯამში, 3:2 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!“ | დინამო ბათუმის ფან-კლუბის განცხადება
„პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!“ | დინამო ბათუმის ფან-კლუბის განცხადება