კილიან მბაპე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მბაპესთან არაფერი გამოუვიდათ | ალ-ჰილალს ნაპოლის ფეხბურთელი სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა. მისი საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ჰილალს“ სურდა და კლუბის დელეგაცია პარიზშიც იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კილიანმა მათთან მოლაპარაკებების გამართვა არ ისურვა და მისი წარმომადგენლები არაბული კლუბის ხელმძღვანელებს არ შეხვდნენ. მბაპე საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს არასდროს განიხილავდა და ევროპაში დარჩენა სურს.

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავთან განცდილი წარუმატებლობის შემდეგ. „ალ-ჰილალი“ სხვა ფეხბურთელებზე გადაერთო. გავლენიანი ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, მათი ყურადღების ცენტრში „ნაპოლის“ თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი მოექცა. არაბული კლუბი აპირებს, „პარტენოპეის“ შეთავაზება გაუკეთოს და ოსიმენის ტრანსფერი სწრაფად დახუროს.

აქვე გეტყვით კიდევ ერთ ვარსკვლავზე, რომელიც შესაძლოა, საუდის არაბეთში გადავიდეს. „ალ-ჰილალის“ დელეგაციის პარიზულ ვოიაჟს ბოლომდე უშედეგოდ არ ჩაუვლია და ისინი მარკო ვერატის გაფორმებასთან ახლოს არიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იტალიელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. მთავარი პრობლემა სატრანსფერო თანხაა. „პარი სენ-ჟერმენი“ ვერატის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, „ალ-ჰილალი“ კი მხოლოდ 30 მილიონს ჩამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარმცველი და მცველი | დე ლაურენტისის და ჯუღელის საუბრის საინტერესო დეტალი
ნახევარმცველი და მცველი | დე ლაურენტისის და ჯუღელის საუბრის საინტერესო დეტალი