კონფერენს ლიგა, დინამო ბათუმი, ტირანა
Aa
Aa

გია გეგუჩაძე: „მარცხის მიზეზებზე საუბარი რთულია და საუბარს მოვერიდები“

დინამო ბათუმისთვის ევროპული საღამოები დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდმა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა, მისთვის ალბანური ტირანას ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა. სტუმრად გამართული მატჩის და ფრის (1-1) შემდეგ, დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე, ანგარიშით - 1-2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2-3).

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი):

,,მარცხის მიზეზებზე საუბარი რთულია და საუბარს მოვერიდები. მატჩი როგორ უნდა შევაფასო? გულშემატკივარი ჩვენს გასვლას ელოდა, ჩვენ კი ეს მისია ვერ შევასრულეთ, ამიტომ ბუნებრივია, შეხვედრას ნეგატიურად ვაფასებ.

ცვლილებებს რაც შეეხება, ალთუნაშვილის წასვლით გუნდში ბევრი რამ დავკარგეთ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვინმეს კვლავ დავიმატებთ. მისი შემცვლელი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, ისევ გუნდში უნდა ვეძიოთ".

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, წყვილში გამაჯვებული გუნდის, ტირანას მეტოქე სტამბოლის ბეშიქთაში იქნება, დინამო ბათუმი კი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება, რომელიც 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის გამო, უჩვეულოდ დიდი შესვენების შემდეგ, 5 აგვისტოს დაგვიბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატასტროფა და ძლიერი დარტყმა | რას წერენ სლოვაკურ პრესაში დილას გამარჯვებაზე
კატასტროფა და ძლიერი დარტყმა | რას წერენ სლოვაკურ პრესაში დილას გამარჯვებაზე