კონფერენს ლიგა, დინამო ბათუმი, ტირანა
Aa
Aa

„ასეთ მატჩებს გუნდურობა იგებს“ - რა თქვა ტირანას მწვრთნელმა

20 ივლისს, კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი ბათუმში, დინამო ბათუმსა და ალბანურ ტირანას შორის შედგება.

მატჩის წინ, ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა და ძირითადად, ალბანური მედიისთვის წარიმართა, რადგან ქართული მხარიდან, დინამო ბათუმის მედია სივრცე, ცარიელი იყო.

ორგეს შეჰი (ტირანას მთავარი მწვრთნელი)

ფეხბურთელებისგან მეტს  მოვითხოვ: თავდაჯერებას, რწმენას და გუნდურობას, როგორც ეს პირველი მატჩის ბოლო წუთებში იყო, რითაც ანგარიშის გათანაბრება შევძელით.

ეს არ იქნება მარტივი მატჩი და ამის თქმის საფუძველს პირველი შეხვედრის სცენარი მაძლევს. რწმენა ის არის, რაც ასეთ შეხვედრებს იგებს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ტირანა მატჩისწინა, ბოლო ვარჯიშს ბათუმის სტადიონზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთში გამართულ მატჩს დინამო ბათუმი მატჩის ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქემ წონასწორობის აღდგენა შეძლო (1-1) და შესაბამისად, ყველაფერი უკვე ბათუმში დაგეგმილ მატჩში გადაწყდება.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ წყვილში გამარჯვებული, ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტამბოლის ბეშიქთაშს შეხვდება.

ბილეთები / არბიტრები / მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი

აღნიშნული შეხვედრა სრულიად იტალიელი არბიტრების განკარგულებაში იქნება. დინამო ბათუმისა და ტირანას მატჩს იტალიის სერია ა-ს მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი არბიტრი, ფაბიო მარესკა განსჯის, რომელმაც გასულ წელს, Huvepharma Arena-ზე ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩში იმსაჯა. მას ასისტენტობას ჯორჯ პერეტი და დარიო გარზეული გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი მეთიუ მარკეტი შეითავსებს.

დინამო ბათუმისა და ტირანას დაპირისპირება 20 ივლისს, 21:00 საათიდან შედგება. CrystalSport-ისთვის არსებული ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები 17 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ საღამოზე ანშლაგია მოსალოდნელი.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი აჭარის ტელევიზიაზეა დაგეგმილი. შეხვედრას CrystalSport-ის გუნდის წევრები: ირაკლი ფოფხაძე და ნოდარ სიმსივე გაუძღვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა
ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა