ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, რაიო ვალეკანო, სერია B
Aa
Aa

ლოჩოშვილი კრემონეზეს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში „კრემონეზეს“ წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.

„კრემონეზე“ გასულ სეზონში სერია A-ში გამოდიოდა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო სერია B-ში დაქვეითდა და ახალი სეზონიდან იტალიის რანგით მეორე ლიგაში იასპარეზებს.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, ესპანურ და იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ 25 წლის მცველის გადაყვანით ესპანეთის ლა ლიგის გუნდი „რაიო ვალეკანო“ ინტერესდება და დიდი შანსია, ახალი სეზონიდან ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში მივიღოთ.

ბუნებრივია, სანამ ყველაფერი გაირკვევა, ლუკა ლოჩოშვილი თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ცნობისთვის, „კრემონეზეს“ სერია B-ში პირველი შეხვედრა 19 აგვისტოს, „კატანზაროს“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე