ატლეტიკო, რომა
Aa
Aa

მოურინიომ და დიბალამ დაურეკეს - მორატას რომაში თამაში სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „რომა“ აქტიურად ცდილობს ალვარო მორატას გადაბირებას. თავის მხრივ, ესპანელი ფეხბურთელი მზად არის ხელფასი შეიმციროს, რათა ჟოზე მოურინიოსთან და პაულო დიბალასთან ითამაშოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელი „როხიბლანკოში“ წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი კონტრაქტი კი 2024 წელს იწურება.

ეს მაჩვენებელი რომაული კლუბისთვის მაღალია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალვარო 4.5 მილიონ ევროზე თანახმა იქნება. მისი პრიორიტეტი „რომას“ მაისურის მორგებაა.

ბოლოდროინდელმა ცნობებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსფერის გაჩარხვას ჟოზესთან ერთად დიბალაც ცდილობს. ისინი ერთობლივად ესაუბრებიან მორატას.

არსებობს დამაბნეველი გარემოება. იტალიური მედია წერს, რომ 30 წლის თავდამსხმელი 10-12 მილიონი ევრო ღირს, ხოლო ესპანელები 20-25-ს წერენ. ჯერჯერობით უცნობია „ატლეტიკოს“ პოზიციაც, რადგან დიეგო სიმეონემ ჟოაუ ფელიქსი აითვალწუნა და მისი გუნდიდან გაშვება სურს. თავის მხრივ, არც პორტუგალიელია მადრიდის დატოვების წინააღმდეგი.

Football Italia-ს ცნობით, თუ „როხიბლანკო“ მორატას 25 მილიონად შეაფასებს, „ჯალოროსი“ მათ სესხის გარიგებას პირობითი შესყიდვის პუნქტით შესთავაზებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იმედი მაქვს სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნას გააგრძელებენ“ - გარსია კვარაზე და ოსიმენზე
“იმედი მაქვს სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნას გააგრძელებენ“ - გარსია კვარაზე და ოსიმენზე