ხვიჩა კვარაცხელია, ჯენარო დი ნარდო
Aa
Aa

პოზილიპო - ადგილი ნეაპოლში, რომელიც ხვიჩას ყველაზე მეტად უყვარს

ხვიჩა კვარარცხელიას ერთ-ერთმა აგენტმა, ჯენარო დი ნარდომ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან  საუბრისას ის ადგილი დაასახელა, რომელიც ხვიჩას ნეაპოლში ყველაზე მეტად უყვარს.

რას ამბობს დი ნარდო:

ხვიჩას ძალიან უყვარს იტალიური სამზარეულო. ასევე, მან თავისი ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებაც მირჩია და მართლაც შესანიშნავია. ასევე, უყვარს ზღვა, განსაკუთრებით ნეაპოლის ერთი მხარე, კერძოდ, პოზილიპო და ვამჩნევ, რომ ძალიან მოხიბლულია ჩვენი ქალაქის მომხიბლავი პანორამებით. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხედავ, რომ ამ ქალაქთან ინტეგრირებული ხდება, ძალიან მშვიდია და აცნობიერებს რას აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ივლისში და აგვისტოს პირველ ნახევარში რუდი გარსიას გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 19 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე კვარაზე: „ოპონენტებმა გალიაში ჩაამწყვდიეს“
ფედელე კვარაზე: „ოპონენტებმა გალიაში ჩაამწყვდიეს“