ლაციო, ალ ჰილალი
Aa
Aa

ოფიციალურად - მილინკოვიჩ-სავიჩი ალ ჰილალის ფეხბურთელია

საუდის არაბეთი ვარსკვლავების გადაბირებას აგრძელებს. საქმე ამჯერად მილინკოვიჩ-სავიჩს ეხება.

სერბი ნახევარმცველის გადაბირებით „ალ ჰილალი“ ინტერესდებოდა. დღეს კი არაბული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ სერგეის ტრანსფერი დადასტურდა. მილინკოვიჩ-სავიჩი მომავალი სეზონიდან „ალ ჰილალის“ ღირსებას დაიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლაციომ“ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თავად ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი რომაულ კლუბს 2015 წელს შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, სერგიემ „ლაციოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 341-ჯერ მოირგო, 69 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი ჯერარდს - ჰენდერსონი ალ ეტიფაქში არ გადავა
უარი ჯერარდს - ჰენდერსონი ალ ეტიფაქში არ გადავა