ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გუიონი
Aa
Aa

„ჩვენი მიზანი მინიმუმ 60 გოლია“ | ბორდო შეტევას აძლიერებს

ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდის მიზანი უმაღლეს დივიზიონში გადასვლა და შეტევის გაძლიერებაა.

„ზურიკო დავითაშვილის, ჯოშ მაიასა და დილან ბაქვას სახით, 23-წლამდე ასაკის 3 შემტევი გვყავდა. მეგონა, ალიუ ბაჯი გუნდს გამოცდილებას შესძენდა, მაგრამ ბევრი არაფერი გაუკეთებია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, ნულიდან არ ვიწყებთ. ფუნდამენტი გვაქვს და პრიორიტეტი გუნდის ტექნიკური დონის გაზრდაა.

მინდა, მომდევნო სეზონში, 60-გოლიანი ნიშნული დავაფიქსიროთ და ამისთვის საჭირო სანახაობრივი და ეფექტური ფეხბურთის ჩვენებაა. გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და გვჭირდება, დაღვინებული მოთამაშე, რომელსაც ტემპის დარეგულირება და ლიდერობა გამოსდის“.

ცნობისთვის, „ბორდოს“ გაეტან ვაისბეკი დაუბრუნდა, რომელიც შემტევი ნახევარმცველია და გასული სეზონი „სოშოს“ რიგებში თამაშობდა. მის გარდა, კლუბმა „მარიბორის“ თავდამსხმელი, ზან ვიპოტნიკი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე
„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე