იაია ტურე
Aa
Aa

ტურე: 100%-ით - 2009 წლის ბარსა დღევანდელ სიტის მოუგებდა

იაია ტურე თვლის, რომ 2009 წლის „ბარსელონა“ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ახლანდელი „მანჩესტერ სიტი“.

2009 წელს, პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ ტრიპლეტი მოიგო - ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. „მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში მსგავსი შედეგი გაიმეორა - პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

„რთული იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სუპერვარსკვლავები და ბევრი შესანიშნავი მოთამაშე მანჩესტერ სიტის დაამარცხებდა. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული. იმ გუნდში თამაში უბრალოდ ოცნება იყო. თითოეული ვარჯიში ძალიან ინტენსიური იყო. ეს ის დონეა, რაც ყოველდღე გვქონდა.

წარმოიდგინეთ: ინიესტა 26-27 წლის, ჩავი 28... ეს ფეხბურთელები იმ მომენტში წარმოუდგენლები იყვნენ. ტიერი ანრი, მესი, სამუელ ეტოო, რომელიც მაშინ საუკეთესო იყო მსოფლიოში. მათ შემდეგ - ინიესტა და ჩავი. მერე - მე და ბუსკეტსი. ეს გუნდი იდეალური იყო",

- თქვა ტურემ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლა ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ტრიპლეტის მოგება 2 სხვადასხვა გუნდში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით