პსჟ
Aa
Aa

მბაპე: “პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია“

„პარი სენ ჟერმენში“ კილიან მბაპესთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება. Goal.Com საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ფრანგული გრანდის ექვსმა ფეხბურთელმა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის მბაპეს თაობაზე უჩივლეს.

ჩივილი, რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით არ იგულისხმება. ფეხბურთელებს მბაპეს ინტერვიუ არ მოეწონათ და პრეზიდენტთან სწორედ ამ საკითხზე დააფიქსირეს პრეტენზია.

როგორც აღმოჩნდა, 12 ივნისს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა FranceFootball-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

რას ამბობს მბაპე?

„ხალხი ჩემს თამაშს აკნინებს? დიახ, მაგრამ ამასთანავე მათი მესმის და არავის განვსჯი. საფრანგეთში ყველამ ნახა ჩემი წინსვლა. ისინი სულ მხედავენ, ყოველ კვირას პსჟ-ს შემადგენლობაში. ვფიქრობ, პსჟ-ში თამაში დიდად არ მეხმარება, რადგან ეს არის ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდი. აქაურობა ბევრ ჭორს იზიდავს, მაგრამ მე ეს არ მაწუხებს. კარგად ვიცი, რას და როგორ ვაკეთებ.“

სწორედ ეს სიტყვები არ ესიამოვნათ მბაპეს თანაგუნდელებს და ამაზე პასუხი ნასერ ალ-ხელაიფის მოთხოვეს.

შეგახსენებთ, კილიანმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და 2024 წელს გუნდიდან უფასოდ წავა. კლუბი კი მის გაყიდვას გეგმავს, რათა ასეთი დონის ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მუდამ ჩემს გულში იქნებით“ - დე ხეა მანჩესტერიდან წავიდა
“მუდამ ჩემს გულში იქნებით“ - დე ხეა მანჩესტერიდან წავიდა