ხვიჩა კვარაცხელია, პიერო აუსილიო
Aa
Aa

ინტერის სპორტული დირექტორი: „კვარას დიდი ხანი ვაკვირდებოდით“

„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ იტალიურ CalcioMercato-სთან საუბრისას განაცხადა, რომ  კვარაცხელია მათთვის უცხო არ ყოფილა და ქართველ ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ მის ყიდვაზე უარი თქვეს.

რას ამბობს აურილიო:

კვარაცხელია იტალიისთვის უცხო არ ყოფილა და არსაიდან არ გამოჩენილა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენს ბლოკნოტებში ის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლებოდა. მის აგენტსაც შევხვდით, თუმცა, საბოლოოდ, აღარ ვიყიდეთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს სათამაშო სისტემაში ვერ ჯდებოდა. როგორც კონტე, ისე ინძაგი 3-5-2 ფორმაციით თამაშობს, ის კი ამ ფორმაციას ვერანაირად მოერგებოდა. მას კარგად ვიცნობდით, ისევე, როგორც „რომა“ და „იუვენტუსი“, რომლებსაც ასევე შეეძლოთ მისი წაყვანა. ზოგადად, სამომავლო ინვენსტიციის თვალსაზრისით, ის ყველა გუნდისთვის იდეალური კანდიდატი იყო, რომელსაც ბევრი მსურველიც ჰყავდა, თუმცა, როგორც ჩემი, ისე ბორდის სხვა წევრების მხრიდან, სისტემისთვის შეუთავსებელ მოთამაშედ შეფასდა. საბოლოოდ, შექმნილი სიტუაციით ყველაზე კარგად „ნაპოლიმ“ ისარგებლა. მათ ყველას დაასწრეს და ნამდვილად კარგად იმოქმედეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონატის მოგება შეძლო. ამასთან, ქართველი შემტევი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბი | რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში
გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბი | რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში