მილანი, ვილიარეალი
Aa
Aa

ვილიარეალი 35 მილიონს ითხოვს - ჩუკუვეზეს მილანში სურს გადასვლა

მალდინის და სანდრო ტონალის გაშვების შემდეგ, „მილანი“ ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობს და გულშემატკივრების გულის მოგება ახალი ტრანსფერებით სურს.

ბოლო პერიოდში, „როსონერის“ არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს. დღეს კი იტალიელი ჟურნალისტი მეთიუ მორეტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „მილანსა“ და „ვილიარეალს“ შორის სამუელ ჩუკუვეზესთან დაკავშირებით, ღია საუბრები მიმდინარეობს. იტალიურმა მხარემ ესპანელებს 25 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ 35 მოითხოვა.

თავად ფეხბურთელი ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის. თუ „როსონერი“ 35 მილიონ ევროს გადაიხდის, ჩუკუვეზეს ტრანსფერი თავისუფლად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სამუელი „ვილიარეალის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. დღემდე, ნიგერიელმა შემტევმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში 207 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზარი მესისთან? - ინტერ მაიამი ბელგიელისთვის რეალური ვარიანტია
აზარი მესისთან? - ინტერ მაიამი ბელგიელისთვის რეალური ვარიანტია