ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

EXCLUSIVE: მამარდაშვილი აგენტთან ერთად მიუნხენში იმყოფებოდა

დღეს, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის „ბაიერნის“ გეგმებში შედის.

CrystalSport ამ საკითხთან დაკავშირებით ექსკლუზიურ და განახლებულ ინფორმაციას გთავაზობთ. ქართველი მეკარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, თავის აგენტთან ერთად მიუნხენში გაფრინდა და "ბაიერნთან" მოლაპარაკება აწარმოა.

ცნობისთვის, ესპანური გამოცემების მიხედვით, „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს და სურს, მისი შემცვლელი სწრაფად იპოვოს. AS-ს თუ დავუჯერებთ, „ღამურებისთვის“ მამარდაშვილის გაშვებით მიღებული თანხა ჰაერივით საჭიროა და ისინი თანახმა არიან, გიორგის 30 მილიონი ევროს ნაცვლად, 20 მილიონად შეელიონ.

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“
ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“