ჰარი კეინი
Aa
Aa

ფეხბურთელის თანხმობა უკვე აქვთ | ბაიერნი კეინისთვის ბრძოლას განაგრძობს

დღევანდელი სატრანსფერო დღის მთავარი სასაუბრო თემა ჰარი კეინის მომავალია. ინგლისელი სუპერვარსკვლავის საკუთარ რიგებში ხილვით „ბაიერნი“ სერიოზულად ინტერესდება და „რეკორდმაისტერი“ აპირებს, „ტოტენჰემს“ განახლებული წინადადებით მიმართოს.

ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენელთა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ნეპემ კეინი დაარწმუნა, რომ „ბაიერნი“ მისთვის საუკეთესო ვარიანტია და ინგლისელი სხვა კლუბებს არც კი განიხილავს. „დეზებთან“ მოლაპარაკებებს სათავეში „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს მმართველი, კარლ-ჰაინც რუმენიგე ჩაუდგება და ლონდონელთა დასაყოლიებლად ყველაფერს გააკეთებს.

The Athletic-ის მიხედვით, „ბაიერნის“ პირველი წინადადება 70 მილიონი ევროს ოდენობის იყო, რაზეც „ტოტენჰემმა“ უარი მალევე განაცხადა. „დეზები“ 90 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ და დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. Sky Sport Italia-ს მიხედვით, კეინსა და „ბაიერნს“ შორის პირადი კონტრაქტის დეტალები არანაირი პრობლემა არ იქნება.

ცნობისთვის, კეინს „ტოტენჰემთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით თავად ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. „დეზებს“ მისი უსასყიდლოდ დაკარგვა არ სურთ და არის შანსი, ამ ზაფხულს შეელიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორი ომი იყო!“ - ბრენერმა გურამ ქუთათელაძეს მიმართა
„როგორი ომი იყო!“ - ბრენერმა გურამ ქუთათელაძეს მიმართა