ჩელსი, ატლეტიკო
Aa
Aa

2-წლიანი კონტრაქტი - ასპილიკუეტა ატლეტიკოში ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოცდილი მარჯვენა მცველი შეემატა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ სეზარ ასპილიკუეტა შემდეგი სეზონიდან „როხიბლანკოს“ ღირსებას დაიცავს.

მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ვეტერან ესპანელს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება აკავშირებდა, მაგრამ მისი მრავალწლიანი კარიერა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ასპილიკუეტა ყველანაირი დაბრკოლების გარეშე გაეშვათ გუნდიდან.

შეგახსენებთ, რომ სეზარი „არისტოკრატებს“ 2012 წელს შეუერთდა. 2012 წლიდან დრემდე, 33 წლის უკანახაზელმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 508-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ასპილიკუეტა „ოსასუნას“ აღზრდილი გახლავთ, სადაც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა, ხოლო შემდეგ კარიერა „მარსელში“ გააგრძელა. ფრანგული გუნდის შემდეგ „ჩელსის“ ჯერი დადგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საინტერესო იქნება - FIFA თამაშგარის წესის შეცვლაზე ფიქრობს
საინტერესო იქნება - FIFA თამაშგარის წესის შეცვლაზე ფიქრობს