გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, ეთერ ასკილაშვილი
Aa
Aa

საქართველო ფინალშია - თუშიშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო

ევროპულ თამაშებში, ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში იტალია 4:3 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა გენარო პირელის მოუგო.

საქართველოს ნაკრების მხრიდან შეხვედრებში სოფიო სომხიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა გაიმარჯვეს, ხოლო ეთერ ასკილაშვილის და ეთერ ლიპარტელიანმა წარუმატებლად იასპარეზეს. გურამ თუშიშვილმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთი კი - დათმო.

ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდები ან გერმანია იქნება.

საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე განვლილ გზაზე ხორვატია და თურქეთი იდენტური ანგარიშით დაამარცხა (4:1), რასაც იტალიასთან გამარჯვება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები