ნაპოლი, ნაპოლი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

კონატე, კილმანი, ლე ნორმანი - ვინ შეცვლის კიმს ნაპოლიში

როგორც მოგეხსენებათ, კიმ მინ-ჯე სულ მალე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას. აქედან გამომდინარე, „ნაპოლი“ კიმის შემცვლელს ეძებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „პარტენოპეი“ ყველაზე დიდი აქცენტს პრემიერ ლიგაზე აკეთებს.

Corriere dello Sport იბრაჰიმა კონატეს, კილმანის და რობინ კოხის ვარიანტებზე წერს. ასევე, Gazzetta-ს ცნობით, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი „რეალ სოსიედადის“ უკანახაზელს რობინ ლე ნორმანსაც აკვირდება.

ამ მომენტისთვის, აღნიშნული ფეხბურთელები მხოლოდ ვარიანტის დონეზე განიხილება და მოლაპარაკება არცერთ მათგანთან არ მიმდინარეობს, თუმცა ერთი რამ ნათელია - კიმი მალე „ნაპოლის“ დატოვებს და გუნდს მისი შემცვლელი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 45-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
700 მილიონზე მეტი - სიტი შემოსავლებით ინგლისის რეკორდს ამყარებს
700 მილიონზე მეტი - სიტი შემოსავლებით ინგლისის რეკორდს ამყარებს