ლაშა ხუცაიძე
Aa
Aa

არჩევნები ჩატარდა - საქართველოს კრივის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლაშა ხუცაიძე უხელმძღვანელებს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას 33 დელეგატი ესწრებოდა და ახალი პრეზიდენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.

ვიცე-პრეზიდენტები გიორგი ჭოჭუა და მამუკა ნავერიანი იქნებიან. ფედერაციას გამგეობას კი დავით კვაჭაძის, ლევან ჯაჭვლიანის, იაკობ ბურდულისა და ნარიმან ნადირაშვილის სახით ოთხი წევრი ეყოლება. საარჩევნო ყრილობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წესდების შესაბამისად, ფარული კენჭისყრით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები