ხვიჩა კვარაცხელია, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

ჯანფრანკო ძოლა: კვარა თანამედროვე ჯორჯ ბესტია

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს.

ძოლა გუნდის საჩემპიონო სეზონზე და ახალ სეზონში მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.

- ჯანფრანკო, რა გავლენა მოახდინა შენზე ნაპოლის ჩემპიონობამ?

„კალიარის დაწინაურებით აღფრთოვანებული ვიყავი, რანიერიმ ფანტასტიკური რამ გააკეთა და ნაპოლის სკუდეტოსთან ერთად, ეს თითქმის იგივენაირი სასწაული იყო. შარშანდელი გასეირნება იყო ლამაზი, ძლიერი, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. სპალეტიმ არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია, შესანიშნავი რამ გააკეთა. მეგონა დარჩებოდა, მაგრამ რას ვიზამთ. მე მომწონს რუდი გარსია“.

- იმ დონემდე, რომ კვლავ შევძლოთ შემდეგი ჩემპიონატის მოგება?

„და რატომაც არა? რა თქმა უნდა, სატრანსფერო ბაზარი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კიმი უნდა შეიცვალოს, რადგან შესაძლოა ოსიმენიც წავიდეს. რა თქმა უნდა, გარსია ტაქტიკურად მომზადებული მწვრთნელია და გაწონასწორებული ადამიანია. კარგი არჩევანია“.

- რას იტყვით კვარაცხელიაზე?

„ის ჩემპიონატის სიურპრიზი იყო. დიდებული მოთამაშეა. ის თანამედროვე ჯორჯ ბესტია“.

- განაცხადა ძოლამ gazzetta-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“
სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“