ფინანსური დავალიანება - სევილია მთლიან შემადგენლობას ყიდის
Aa
Aa

ფინანსური დავალიანება - სევილია მთლიან შემადგენლობას ყიდის

„სევილიამ“ 2023/24 წლების სეზონის წინ, ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

Marca-ს ცნობით, ამ ყველაფრის მიზეზი კლუბის ფინანსური დავალიანებაა, რომელიც ამჟამად 90 მილიონ ევროს უტოლდება.

„სევილიას" ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება, ერთი ან ორი დიდი ტრანსფერი საკმარისი არ იქნება.

აღნიშნულია, რომ ამ მიზეზით კლუბის სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ კლუბი დატოვა და „ასტონ ვილას“ საფეხბურთო ოპერაციების პრეზიდენტი გახდა.

მონჩის არ სურდა შემადგენლობის უმეტესი ნაწილი ტრანსფერზე დაეყენებინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „სევილიამ“ ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მიიღო. ლა ლიგაში კლუბმა მე-11 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსამ პრაიდის აქციაში მონაწილეობისთვის 440 000 გამომწერი დაკარგა
ბარსამ პრაიდის აქციაში მონაწილეობისთვის 440 000 გამომწერი დაკარგა