ისრაელის ნაკრების კაპიტანი: „საქართველო კარგად გვყავს შესწავლილი“
Aa
Aa

ისრაელის ნაკრების კაპიტანი: „საქართველო კარგად გვყავს შესწავლილი“

ისრაელის 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გილ კოენმა საქართველოსთან გასამართ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა. კოენმა ყურადღება ატმოსფეროზე გაამახვილა, რომელსაც ქართველი გულშემატკივრები შექმნიან და განაცხადა, რომ მის გუნდს მეტოქე კარგად ჰყავს შესწავლილი.

„რაღაც გიჟური და ამაღელვებელი გველოდება. მოწინააღმდეგეს მხარს 50 000-მდე გულშემატკივარი დაუჭერს და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ვიცით, რომ ქომაგები საქართველოს ნაკრებს ბიძგს მისცემენ, მაგრამ მოედანზე საქმის ბოლომდე მისაყვანად გავალთ.

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები რაიმე სახის წნეხის ქვეშ იმყოფება. ისინი საკუთარ კედლებში ასპარეზობენ და ურთულეს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველები თავიანთი ხალხისთვის ითამაშებენ და ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. ვგრძნობთ, მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომელსაც სამშობლოდან ვიღებთ.

მეტოქე კარგად შევისწავლეთ. საქართველო ძლიერი, პრესინგზე ორიენტირებული და შემტევი გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანი გოლის არ გაშვებაა და ვიცით, რომ შეტევა თავის საქმეს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით მზადაა და ბოლომდე ხვალინდელ მატჩზეა ფოკუსირებული. მთავარმა მწვრთნელმა იცის, ასეთი მომენტებისთვის მოთამაშეები როგორ მოამზადოს და მჯერა, ამოცანას ხუთიანზე შევასრულებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუტალია საქართველო VS ისრაელზე: „ფავორიტები ვართ, თუმცა...“
კუტალია საქართველო VS ისრაელზე: „ფავორიტები ვართ, თუმცა...“