ლევან კუტალია
Aa
Aa

კუტალია საქართველო VS ისრაელზე: „ფავორიტები ვართ, თუმცა...“

ლევან კუტალიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდე ნაკრებების მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კუტალია 2020 წლის შემდეგ ისრაელში იმყოფება, იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს და აცხადებს, რომ საქართველო ფავორიტია.

„ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გაი ლუზონს კარგად ვიცნობ. ის მაკაბი პეტაჰ თიკვას თავკაცი იყო, როცა ჰაპოელ თელ ავივში გამოვდიოდი. მას აჩქარებებით თამაში უყვარს და იმედი აქვს, რომ ამ შანსს საქართველოსთანაც მიიღებს.

ისრაელს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათი ლიდერი ოსკარ გლუხია, რომელიც ზალცბურგში თამაშობს. მის წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რომ ის ებრაული ფეხბურთის მომავალია. ჩემი აზრით, ფავორიტი საქართველოა და ეს გაი ლუზონმაც აღნიშნა, თუმცა საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ფავორიტები მხოლოდ ფურცელზე არსებობენ. მგონია, რომ რთული მატჩი იქნება და იმედი მაქვს და მჯერა, საქართველო გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი იტალიაში? - ჰამბურგს ქართველის გადაბირება გაუჭირდება
საზონოვი იტალიაში? - ჰამბურგს ქართველის გადაბირება გაუჭირდება