ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურიას მენეჯერი: „ილია მომავალი კონორ მაკგრეგორია“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მენეჯერმა პედრო დოლსმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ილია UFC-ის ახალი კონორ მაკგრეგორია. მის კომენტარს Eurosport-ი ავრცელებს.

„მსოფლიო სპორტის ახალი კერპი და ვარსკვლავი რომ გახდე, მხოლოდ კარგი სპორტსმენობა საკმარისი არაა, უნდა გაავრცელო კარგი ღირებულებები, თავდაჯერებას ავლენდე და განსხვავებულ აუდიტორიებთან სხვადასხვა ენაზე საუბარი შეგეძლოს. საბედნიეროდ, ილიას ყველა ეს თვისება აქვს.

ილია UFC-ის მომავალი კონორ მაკგრეგორია. UFC-ის ყველა დივიზიონში კარგი მებრძოლები ჰყავს, მაგრამ არავინაა ისეთი მაღალი პროფილის, როგორიც ილია თოფურიაა. მოკლედ, ის UFC-ის ''ოქროს ბიჭია''.

ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49:45, 50:42, 50:44).

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში „ელ მატადორზე“ წინ დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელი იაირ როდრიგესი იმყოფება. მას მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა და არნოლდ ალენი მოჰყვებიან, ჩემპიონი კი ალექსანდრ ვოლკანოვკსი გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები