ალ-ნასრი, თუ ბარსა? ბროზოვიჩი არჩევანს მალე გააკეთებს
Aa
Aa

ალ-ნასრი, თუ ბარსა? ბროზოვიჩი არჩევანს მალე გააკეთებს

„ინტერის“ 30 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა მარსელო ბრზოვიჩმა საუდის არაბეთიდან კერძოდ კი „ალ-ნასრიდან“ არსებულ მიმზიდველ წინადადებაზე უარი თქვა და ამის მიზეზი „ბარსელონაა“.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბროზოვიჩს ტოპ დონეზე თამაში კვლავ სურს და გადაწყვიტა „ბარსელონას“ დაელოდოს, რომ კლუბმა ფინანსური პრობლემები მოაგვაროს, რათა ფეხბურთელისთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთება მოახერხოს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რამდენ ხანს არის მზად მარსელო ბროზოვიჩი, რომ ბარსელონას შეთავაზებას დაელოდოს.

ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო წერს, რომ ბროზოვიჩმა კატალონიელებს 6 დღე მისცა, რათა მათ ოფიციალური წინადადების მომზადება შეძლონ. გარდა ამისა, 30 წლის ფეხბურთელს „ბარსელონასგან“ წერილობითი გარანტიების მიღება სურს.

„ბარსელონა" და გარანტიები ცალკე ისტორია, რომ არის ეს ლეო მესის არშემდგარი დაბრუნებიდანაც გავიგეთ...

მარსელო ბროზოვიჩის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 25 მილიონი ევროა.

UPDATE: ბროზოვიჩმა საბოლოოდ „ალ-ნასრის" წინადადება მიიღო და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრები | ორი ქართველი საუკეთესოთა შორის
მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრები | ორი ქართველი საუკეთესოთა შორის