კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

კიმ მინ-ჯე ბაიერნში გადადის | ტრანსფერი დროის ამბავია

„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, კიმ მინ-ჯე კლუბს უახლოეს დღეებში დატოვებს. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სამხრეთ კორეელი უკანახაზელი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს და „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს.

როგორც რომანო წერს, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და კიმმა „რეკორდმაისტერში“ ტრანსფერს მწვანე აუნთო. უახლოს დღეებში, „ბაიერნი“ მის კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს აამოქმედებს და „პარტენოპეის“ კიმის გამოსასყიდ თანხას გადაუხდის.

რომანოს ინფორმაციით, სამხრეთ კორეელი „რეკორდმაისტერთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ბაიერნმა“ კონკურენტს აჯობა და დაცვა გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „პარტენოპეის“ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. კიმმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის
„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის