გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქუთათელაძის მწვრთნელის პროგნოზი: „ნოკაუტი მეორე რაუნდში“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე რამდენიმე დღეში (თბილისის დროით, 2 ივლისს) დაბრუნდება და ბრაზილიელ ელვეს ბრენერს დაუპირისპირდება. „ქართველი ვიკინგის“ მომდევნო ჩხუბზე მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ბობი ანდერსონმა ისაუბრა და ქუთათელაძის ნოკაუტით გამარჯვება ივარაუდა.

„ბრენერისა და ქუთათელაძის სტილი კარგ კომბინაციას ქმნის, რათა ფეთქებადი ბრძოლა ვიხილოთ. ელვესი არის მებრძოლი, რომელსაც წინსვლა და მეტოქის ზეწოლის ქვეშ მოქცევა უყვარს. მას დარტყმის ატანაც შეუძლია და ამ ყველაფერს გურამის სტრაიკინგს თუ დავუმატებთ, ნიშნავს, რომ ფეთქებად და კარგ დაპირისპირებას ვიხილავთ.

არ მგონია, ბრძოლა სრულად ჩატარდეს და გამარჯვებულის გამოსავლენად მსაჯების გადაწყვეტილება გახდეს საჭირო. ვვარაუდობ, რომ გურამი ნოკაუტით მოიგებს და ბრენერს მეორე რაუნდში დააფინიშებს“.

შეგახსენებთ, რომ „ქართველი ვიკინგის“ მეტოქეს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვება 14-ჯერ იზეიმა. ბრენერი გრეპლერია და პარტერში ძალიან სახიფათოა. 14 მოგებიდან მან 11-ჯერ მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით იმარჯვა, ერთხელ ნოკაუტით მოიგო, ორჯერ კი - მსაჯების გადაწყვეტილებით. ბრაზილიელს UFC-ში 1 ბრძოლა აქვს გამართული და ზუბაირა ტუხუგოვს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი არავის სჯეროდა, თუმცა ჯგუფი მოიგეს, საქართველოს პატივს ვცემ“
„მათი არავის სჯეროდა, თუმცა ჯგუფი მოიგეს, საქართველოს პატივს ვცემ“