კილიან მბაპე
Aa
Aa

“ეს მიუღებელია“ - მბაპე 17 წლის ბავშვის მკვლელობას გამოეხმაურა

საფრანგეთის დედაქალაქში არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. გუშინ, სამართალდამცავსა და არასრულწლოვან ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა.

17 წლის ბიჭს, რომელსაც ნაელი ერქვა, პოლიციამ მანქანით გადაადგილებისას, ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რა მიზეზით არ გააჩერა მანქანა ნაელმა, მაგრამ ეს მას სიცოცხლის დაკარგვით დაუჯდა.

ასევე გაურკვეველი მიზეზების გამო სამართალდამცავმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 17 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციელი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამ ყველაფერს კი „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოეხმაურა.

მბაპე:

„ჩემი საფრანგეთის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. ეს მიუღებელი სიტუაციაა. ჩემი გონება ახლა ნაელზე, მის ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზეა. ამ პატარა ანგელოზზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, რომელიც ამ ქვეყნიდან ძალიან მალე წავიდა.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
ოფიციალურად - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია