არსენალი, ჩელსი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერა - ჰავერცი არსენალის ფეხბურთელია

კაი ჰავერცს მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში გერმანელმა შემტევმა ლონდონის „არსენალში“ გადასვლა არჩია.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ამ საკითხთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

„ვიგებთ, რომ ჰავერცმა, როგორც „არსენალის“ ფეხბურთელმა უკვე ყველა დოკუმენტს მოაწერა ხელი. „არსენალმა“ და „ჩელსიმ“ ყველა კონტრაქტი კვირას გააფორმეს. სულ მალე კი ოფიციალური განცხადებაც გამოქვეყნდება.“

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი „არისტოკრატებს“ 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, კაიმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 139-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პულიშიჩი პოჩეტინოს არ სჭირდება - მილანი სიტუაციით სარგებლობს
პულიშიჩი პოჩეტინოს არ სჭირდება - მილანი სიტუაციით სარგებლობს