საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ალექსეი ანდრონოვი
Aa
Aa

„გაიგეთ, რა არის ბედნიერება, რა არის ფეხბურთი“ - ანდრონოვი საქართველოს წარმატებაზე

რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი Facebook-ში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება. გთავაზობთ ანდრონოვის სიტყვებს:

„უბრალოდ შეხედეთ და გაიგეთ, რა არის ბედნიერება. გაიგეთ, რა არის ფეხბურთი. დაფიქრდით იმაზე, რომ რუსეთის ახალგაზრდულ გუნდს არასდროს უთამაშია ასეთ გარემოში. ალბათ, ამას ჩვენ სიცოცხლეში ვერ მოვესწრებით. უბრალოდ, შეიგნეთ ეს!".

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიდერლანდები-საქართველოს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 1:1 დასრულდა. ანგარიში 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლით გახსნა, პირველი ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა. პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს და ცხადია ამ ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უდიდესი წარმატება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალ გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდი ჩეხეთს, გერმანიას ან ისრაელს შეხვდება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ ივლისს ჩაატარებს, შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები